in

ყველა ქვეყანაში უნდა იყოს ერთი პელე მაინც: ფიფას მოწოდება

ფიფას თავკაცმა ჯანი ინფანტინომ განაცხადა, რომ ორგანიზაცია მის წევრ ფეხბურთის ფედერაციებთან ქვეყანაში მინიმუმ ერთი სტადიონის სახელის შეცვლასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებს. ფიფას სურს, რომ ყველა ქვეყანაში იყოს პელეს სახელობის სტადიონი.

„ვფიქრობ, მემკვიდრეობა, რომელსაც პელე ტოვებს, უნიკალურია. ის პირველი ფეხბურთელი იყო, რომელსაც შეეძლო გაეკეთებინა ისეთი რამ, რასაც ფეხბურთელების 99% მხოლოდ თუ იოცნებებს. ის მუდამ ჩვენს გულებში იქნება.

ფედერაციებთან საუბარი გვქონდა ადგილობრივ ჩემპიონატებში მატჩების წინ წუთიერ დუმილთან დაკავშირებით. ასევე განვიხილეთ, რომ თითოეულ ქვეყანაში უნდა იყოს საფეხბურთო სტადიონი, რომელსაც პელეს სახელს უწოდებენ. გავა 50 და 100 წელიწადი და ბავშვები იკითხავენ: ვინ იყო პელე? ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მისი ხსოვნა“, – წერს ინფანტინოს ნათქვამს ESPN.

პელე 29 დეკემბერს გარდაიცვალა 82 წლის ასაკში. ის ერთადერთი ფეხბურთელია ისტორიაში, რომელმა მსოფლიო ჩემპიონატი სამჯერ მოიგო.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მესი და რონალდო მალე ისევ შეხვდებიან

მარტინესმა სპეცნაგაზი იყიდა მუნდიალზე მოგებული მედლის დასაცავად