in

“იმედია, ერთ დღეს ზეცაში ფეხბურთს ერთად ვითამაშებთ” – ფეხბურთის მეფეც ზეცაში წავიდა

ფეხბურთელი, რომელმაც დროს გაუსწრო და ფეხბურთელი, რომელმაც შექმნა უდიდესი საფეხბურთო ეპოქა.

“სანამ ის იქნებოდა ფეხბურთი უბრალოდ სპორტი იყო, მან კი ფეხბურთი ხელოვნების დონემდე აიყვანა”-ამ სიტყვებით ემშვიდობება ამჟამინდელი ბრაზილიის ნაკრების ლიდერი ლეგენდარულ პელეს.

მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამრიგად, ფეხბურთს აღარც ღმერთი ყავს და აღარც მეფე, თუმცა ნებისმიერი საქმის კარგად შესრულებისას ადმიანს შეამკობენ ხოლმე ეპითეტით-“შენი საქმის პელე ხარ”- ეს ამ ლეგენდარული ბრაზილიელის მარადიულობაზე მიუთითებს.

“იმედია, ერთ დღეს ფეხბურთს ზეცაში ერთად ვითამაშებთ”- სწორედ ამ სიტყვებით დაემშვიდობა პელე დიეგო არმანდო მარადონას. ახლა, ისინი ერთად არიან, მაგრამ სანამ იქნება ფეხბურთი და სანამ დედამიწაზე ბურთს გააგორებენ, მანამდე იქნებიან პელეც და მარადონაც. მათ დროს გაუსწრეს, მათ ფეხბურთი ხელოვნების დონემდე აიყვანეს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შუქურა დაშლის პირას? ფეხბურთელებს 2 თვეზე მეტია ხელფასი არ აუღიათ

პელეს გარდაცვალების გამო სანტოსში გლოვაა