კიდევ ერთი კლუბი ფინანსური კრიზისის პირას. სამწუხაროა, რომ ქართულ ფეხბურთში მსგავსი სახის პრობლემები ისევ არსებობს. ისევ გვიწევს თქმა, რომ საქართველოში ერთწლიანი კლუბების შექმნაა პრობლემაა. გუნდებს, იშვიათ გამონაკლისებს თუ არ ჩავთვლით, გრძელვადიანი გეგმა არ გააჩნიათ და ამიტომაც არის ხოლმე მსგავსი სურათი კლუბებში.
ამჯერად, რთულ მდგომარეობაში ქობულეთის “შუქურაა”. ქობულეთელებმა წელს Crystalbet ეროვნული ლიგა 2 დამაჯერებლად მოიგეს ქვეყნის ელიტარულ საფეხბურთო დივიზიონსაც დაუბრუნდნენ, მაგრამ მოახერხებს თუ არა კლუბი ეროვნულ ლიგაში თამაშს ჯერ გასარკვევია. Sport4me-ს “შუქურას” რამდენიმე ფეხბურთელი დაუკავშირდა, რომელთა ვინაობასაც მათივე სურვილით არ ვასახელებთ, და გვითხრეს რომ კლუბში ორთვეზე მეტია ხელფასი არ აუღიათ. ასევე, გაუცემელია Crystalbet ეროვნული ლიგა 2-ის მოგებისათვის განკუთვნილი პრემია.
‘შუქურამ” ახალი სეზონისთვის მოსამზადებელო შეკრება 10 იანვარს უნდა დაიწყოს, თუმცა სიტუაციის გამოუსწორების შემთხვევაში ფეხბურთელები შეკრებაზე გამოცხადებას არ აპირებენ.
გეტყვით, რომ ქობულეთის “შუქურას” “ალიანს ჯგუფი” ხელმძღვანელობს, რომლის დამფუძნებელიც და პრეზიდენტიც ბიზნესმენი აიეტ კუკავაა.
GIPHY App Key not set. Please check settings