in

დავიდ ნერესი “ნაპოლიში”?

მექსიკელმა შემტევმა ნახევარმცველმა ირვინ ლოსანომ შეიძლება ზაფხულში “ნაპოლი” დატოვოს და იტალიური კლუბი უკვე ეძებს მის შემცვლელს. ადრე სხვადასხვა კანდიდატი დასახელდა, ახლა კი პორტუგალიური “რეკორდი” იტყობინება, რომ “აძური” ყურადღებით აკვირდება “ბენფიკას” ბრაზილიელ გარემარბ დავიდ ნერესს.

ნერესი “ბენფიკაში” “შახტარიდან” სეზონის დასაწყისში გადავიდა, ხოლო იქამდე “აიაქსში” თამაშობდა.

პორტუგალიელები დავიდს 40 მილიონ ევროზე ნაკლებად არ გაყიდიან.

მიმდინარე სეზონში 25 წლის ნერესმა ლისაბონურ გუნდში 22 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა. მის ანგარიშზე ბრაზილიის ნაკრებში ჩატარებულ 7 შეხვედრაში 1 გატანილი გოლია.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

“დინამო” შოტლანდიიდან ძლიერდება?

კლემან ტურპენმა ნეიმარი სიმულაციისთვის გააძევა!