მას შემდეგ, რაც “ალბისელესტე” მსოფლიო ჩემპიონი გახდა, არგენტინაში ლეო მესის პოპულარობა კიდევ უფრო გაიზარდა, იმდენად, რომ მზად არიან ქვეყნის პრეზიდენტადაც კი აირჩიონ.
Giacobbe y Asociados-ის სოციალური გამოკითხვის შედეგად გაირკვა, ახლა რომ საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდეს, მესის 43.7% დაუჭერს მხარს, 37.8% წინააღმდეგი იქნება, 17.5% ორჭოფობს, ხოლო დანარჩენებმა (1%) პასუხს თავი აარიდეს ან თქვეს, რომ არ იციან.
გამოკითხვაში 2 500-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და უკლებლივ ყველამ აღნიშნა, რომ ლეო სიხარულსა და აღფრთოვანებას იწვევს.
GIPHY App Key not set. Please check settings