in

კევინ დურანტმა დანკანს გაუსწრო! გოგამ 4 ქულა ჩააგდო

ჟაკ ვონის გაწვრთნილი “ბრუკლინი” შესანიშნავ ფორმაშია. “ნეთსმა” ზედიზედ მეცხრე მატჩი მოიგო და აღმოსავლეთ კონფერენციაში უკვე მესამე ადგილს იკავებს ბალანსით 22/10.

დღეს, გამთენიისას “ბრუკლინი” კლივლენდს ესტუმრა და ადგილობრივ “კავალიერზს” ეთამაშა. შეხვედრის მთავარი ინტრიგა კაირი ირვინგის ყოფილ გუნდთან დაპირისპირება გახლდათ.

“ნეთსის” გამთამაშებელმა შეხვედრა უმაღლეს დონეზე ჩაატარა, ნასროლი 11 სამქულიანიდან 7 ჩააგდო და მატჩი 32 ქულით დახურა. ირვინგს იდეალურად მიეხმარა კევინ დურანტი, რომლის ანგარიშზეც ასევე 32 ქულა გახლდათ.

“ბრუკლინის” ვარსკვლავთა სუპერ დუეტმა ჯამში 64 ქულა ჩაუგდო მასპინძლებს და უმნიშვნელოვანსი გამარჯვება მოიპოვა უახლოეს კონკურენტთან 125-117.

თავისი დრო მიიღო გოგა ბითაძემ, მისმა “ინდიანამ” კი “ნიუ ორლეანთან” 93:113 მარცხი განიცადა. გოგამ გარბიჯ თაიმში ითამაშა და 4 ქულას 1 მოხსნა დაამატა

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კიდევ ერთი ქართველი “ნაპოლიში”?

ის, რასაც დიდი ხანი ველოდით: ისტორიული და ტრიუმფალური წელი ქართული რაგბისთვის