ფაბიო კაპელო, 76 წლის სპეციალისტი, რომელსაც “იუვენტუსში” ; “რეალში”და ასევე ინგლისის ეროვნულ ნაკრებშიც უმუშავია, მაგრამ სამი ლომის ქომაგს მისი სახელი დიდებულად არ გაახსენდება, რადგან 2010 წლის მუნდიალზე ნაკრები 1/8 ფინალში გამოვარდა (გეხსომებათ სკანდალური მატჩი გერმანიასთან, როდესაც ლამპარდს აშკარა გოლი არ ჩაუთვალეს).
ჰოდა, კაპელოს თეორია ასეთია: “ჩემი დაკვირვებით, ინგლისელები ზაფხულში ცუდად გამოიყურებიან, მაგრამ საკლუბო ფეხბურთის პერიოდში ისინი დიდებულები არიან, შესაბამისად, ნოემბერ დეკემბერში გასამართი მუნდიალი, შესაძლოა, ინგლისისათვის ტრიუმფის მთავარი წინაპირობა იყოს” – თეორია საკმაოდ საინტერესოა და რეალობას ზალზე წააგავს, ვნახოთ…
შეგახსენებთ, ინგლისს 1966 წლის შემდეგ დიდი ტურნირი მოგებული არ აქვს.
GIPHY App Key not set. Please check settings