ეგვიპტეში, „ალ აჰლისა“ და „ალ იტიჰადის“ საკალათბურთო მატჩზე ტრიბუნა ჩამოიშალა ხასან მუსტაფას სახელობის კაიროს სპორტკომპლექსში.
ინციდენტთან დაკავშირებით შეხვედრა შეწყდა. დაშავდა მინიმუმ 27 ადამიანი, დაშავებულთა ევაკუაციისთვის 21 სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა ჩართეს.
ოფიციალურმა პირებმა ტრიბუნის ჩამოშლის მიზეზად გულშემატკივრების ქმედება დაასახელეს.
ხასან მუსტაფას სახელობის სპორტკომპლექსი 2020 წელს გაიხსნა, არენა სპორტის რამდენიმე სახეობას მასპინძლობს, მათ შორის ხელბურთსა და კალათბურთს.
GIPHY App Key not set. Please check settings