in

ჰოვარდ ვები საქმეში ბრუნდება და ყოფილ ფეხბურთელებსაც მსაჯობისკენ მოუწოდებს

ძალზე საინტერესო და სახასიათო პერსონაჟია ჰოვარდ ვები. გასული ორი დეკადის განმავლობაში მსაჯობდა და მშვენიერი რეპუტაციაც ჰქონდა, არაერთი ტოპ მატჩიც იმსაჯა ესპანეთი – ჰოლანდიის ფინალი ან 2010 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი: “ბაიერნსა” და “ინტერს” შორის.

2014 წელს, ვებმა აქტიური კარიერა დაასრულა და კულისებს მიღმა გადაინაცვლა. ამიერიდან, ის პრემიერ ლიგის სამსაჯო ოჯახის ხელმძღვანელი იქნება, რაც ძალიან პრესტიჟული პოზიციაა.

“კარგი იქნება თუ ყოფილი ფეხბურთელები მსაჯობით დაინტერესდებიან. ჩვენ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა მოვიზიდოთ. ყოფილი ფეხბურთელები თავს იკავებენ და ამის შეცვლა უნდა ვცადოთ, რადგან მათ ფეხბურთი სხვაგვარად უნახავთ, მათ იციან სათამაშო ეპიზოდის ფასი ფეხბურთელის პერსპექტივიდან, შესაბამისად, კომპეტენცია კიდევ უფრო გაზრდილი იქნება. მსაჯობას, ძირითადად, 20-23 წლის ასაკში იწყებენ, როცა ტრავმას იღებენ და ფეხბურთში დარჩენა სურთ”.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჰოლანდმა ლევანდოვსკის გაუსწრო – 2022 წლის ყველაზე მეგოლეები

რაგბი ევროპის ჩემპიონატზე კაპიტანი არ იქნება