in

კონტე: რიშარლისონს MRI კვლევა ჩაუტარდება

შესანიშნავი მუნდიალური ისტორია რიშარლისონისთვის არასასიამოვნოდ დასრულდა. სერბეთის კარში სუპერ გოლის გამტანმა ბრაზილიელმა დაზიანება მიიღო და არ ვიცით რამდენ ხანს გამოტოვებს:

“მას კვლევა ხვალ ჩაუტარდება და ამის შემდეგ ყველაფერი გაირკვევა. ბენ დეივისი და როდრიგო ბენტანკური კარგად არიან, მაგრამ რიშარლისონის ამბავი ჯერ ბურუსითაა მოცული”.

მიმდინარე სეზონში, რიშარლისონმა 15 პრემიერ ლიგურ მატჩში გოლი ვერ გაიტანა, მაგრამ მუნდიალზე აჩვენა, რაც შეუძლია. 26 დეკემბერს, ბოქსინგ დეიზე, “ტოტენჰემი” “ასტონ ვილას” შეხვდება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

დღეს ნაპოლი წელს ხურავს

ხვიჩა ნეაპოლში ისეა როგორც სახლში: ნეაპოლელები ქართველებივით არიან…