in

გადავაბარეთ: ევრობასკეტის ძველმა მასპინძლებმა ესტაფეტა ახლებს გადასცეს

ევრობასკეტ 2025-ის მომავალმა მასპინძლებმა ბერლინში, ევრობასკეტის მესამე ადგილისთვის თამაშის დიდ შესვენებაზე, წინამორბედებისგან სიმბოლურად ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის ესტაფეტა გადაიბარეს.

როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ, ფინეთთან, კვიპროსთან და ლატვიასთან ერთად პოლონეთი ევრობასკეტ 2025-ის მე-4 მასპინძლად დასახელდა. მასპინძლობის გადაცემის სიმბოლურ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ფიბა ევროპის პრეზინედენტმა, თურგაი დემირელმა და ფიბას აღმასრულებელმა დირექტორმა კამილ ნოვაკმა.

კვიპროსის კალათბურთის ფედერაციის პრეზინეტმა, ანდრეას მოუზოურიდესმა, ფინეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენმა ტიმო ელომ, ლატვიის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა რაიმონდ ვეიონისმა და პოლონეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენმა რადოსლავ პიესევიჩმა წინამორბედი ჩეხეთის კალათბურთის ფედერაციის გენერალურ მდივან მიქალ კონეცკისგან, გერმანიის კალათბურთის ფედერაციის გენერალურ მდივან ვოფგან ბრენშაითისა და საქართველოს ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივან გიორგი ქართველიშვილისგან სიმბოლურად მასპინძლობის უფლების გამომხატველი ბურთები მიიღეს.

შეგახსენებთ რომ რიგით 42-ე ევრობასკეტი კვლავ 4 ქვეყანაში, ფინეთში, პოლონეთში კვიპროსსა და ლატვიაში გაიმართება. ეს უკანასკნელი ჯგუფურ ეტაპთან ერთად ტურნირის პლეი ოფსაც უმასპინძლებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

დაიწყო: ნაკრები ჯერ არასრულია

კავაზაშვილი: უეფა და ფიფა ამერიკის შიშით უკანალებს უფრთხილდებიან