საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის დასკვნითი მატჩებისთვის მზადება დაიწყო. ს.კ.ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე, დღეს, ჩვენმა გუნდმა არასრული შემადგენლობით ივარჯიშა.
საწვრთნელ პროცესში 11 ფეხბურთელი მონაწილეობდა – მათ შორის გიორგი ლორია, გიორგი მამარდაშვილი, ლევან შოვნაძე, ოთარ კაკაბაძე, სოლომონ კვერკველია, ვაკო ყაზაიშვილი, საბა ლობჟანიძე, ანზორ მექვაბიშვილი, ვლადიმერ მამუჩაშვილი, ზურიკო დავითაშვილი და ბუდუ ზივზივაძე.
ეროვნულ ნაკრებში გამოძახებული რამდენიმე ფეხბურთელი თბილისში დღევანდელი ვარჯიშის დასრულების შემდეგ ჩამოვიდა. ვილი სანიოლის გუნდი სრული შემადგენლობით 20 სექტემბერს შეიკრიბება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
მეკარე: გიორგი ლორია („ანორთოსისი“, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლევან შოვნაძე („სამგურალი“, წყალტუბო, საქართველო)
დაცვა: გურამ კაშია („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“, კრაკოვი, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა („კოპენჰაგენი“, დანია), სოლომონ კვერკველია („ნეფთჩი“, ბაქო, აზერბაიჯანი), ლუკა ლოჩოშვილი („კრემონეზე“, კრემონა, იტალია), გურამ გიორბელიძე („ზაგლებიე“, ლუბინი, პოლონეთი), ირაკლი აზაროვი („ცრვენა ზვეზდა“, ბელგრადი, სერბეთი), გრიგოლ ჩაბრაძე („დინამო“, ბათუმი, საქართველო)
ნახევარდაცვა/თავდასხმა: საბა ლობჟანიძე („ჰატაისპორი“, ანტაკია, თურქეთი), გიორგი წიტაიშვილი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი), ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი), ანზორ მექვაბიშვილი („დინამო“, თბილისი, საქართველო), გიორგი აბურჯანია („ჟილ ვისენტე“, ბარსელუში, პორტუგალია), გიორგი ჩაკვეტაძე („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, ნეაპოლი, იტალია), ვაკო ყაზაიშვილი („ულსან ჰიუნდაი“, სამხრეთ კორეა), გიორგი მიქაუტაძე („მეცი“, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე („ფეჰერვარი“, სეკეშფეჰერვარი, უნგრეთი)
23 სექტემბერი – 20:00
საქართველო – ჩრდილოეთ მაკედონია
26 სექტემბერი – 22:45
გიბრალტარი – საქართველო
GIPHY App Key not set. Please check settings