მსოფლიო ჩემპიონატი ისე არ ჩაივლის, რომ საკამათო ეპიზოდები არ მოხდეს. VAR-ის სისტემის მიუხედავად, აზრთა სხვადასხვაობა მაინც საკმაოდაა.
საფრანგეთის ნაკრების გოლის გაუქმება ტუნისთან ESPN-მა ყველაზე საკამათოდ მიიჩნია ახლახან დასრულებულ მუნდიალზე.
VAR-ის მონაწილეობით ყველაზე საკამათო სიტუაციების სია ასეთი გამოვიდა:
- გრიზმანის გაუქმებული გოლი ტუნისთან;
- პორტუგალიის პენალტი ურუგვაის მცველის ხოსე ხიმენესის ხელით თამაშისას;
- პოლონეთის ნაკრების კარში დანიშნული პენალტი, როდესაც მეკარე შჩესნიმ მესი წააქცია;
- იაპონელი ტანაკის ჩათვლილი გოლი ესპანეთთან (ბურთს შესაძლოა დატოვებული ჰქონდა მოედანი);
- ეკვადორელი ენერ ვალენსიას გაუქმებული გოლი ყატართან (ოფსაიდის გამო);
- გადაწყვეტილება არ დაენიშნათ 11-მეტრიანი, როდესაც ფრანგმა ტეო ერნანდესმა მაროკოელ სოფიან ბუფალს ჩაარტყა;
- არდანიშნული პენალტი, როდესაც ჰარი კეინს ფრანგი მცველი უპამეკანო შეეჯახა და ინგლისელი წაიქცა.
- რონალდოს წაქცევის გამო დანიშნული პენალტი განასთან;
- გადაწყვეტილება არ დაენიშნათ 11-მეტრიანი განელი ამარტისა და ურუგვაელი დარვინ ნუნიესის სიტუაციაში;
- ხორვატების გაუქმებული პენალტი ბელგიასთან მატჩში.
GIPHY App Key not set. Please check settings