საქართველოს ნაკრებისა და ბრატისლავას „სლოვანის“ ქართველი ფეხბურთელის გიორგი ჩაკვეტაძის ფასი გაიზარდა. „ტრანსფერმარკტმა“ ჩვენიანის სანაცვლოდ 2,2 მილიონი ევრო ჩაწერა.
აქამდე 23 წლის ქართველის შეფასება 2 მილიონი ევრო იყო და მართალია მატება უმნიშვნელოა, მაგრამ მოგეხსენებათ „სლოვანამდე“ ჩაკვეტაძეს ფასი მუდმივად აკლდებოდა, რაც ტრავმებით, უთამაშებლობით ან არადამჯერებელი თამაშით იყო განპირობებული.
არადა, 2017 წელს „გენტში“ მისვლისას ჩაკვეტაძის ფასი 9 მილიონი ევრო იყო.
სხვათა შორის, გიორგი თანაგუნდელ ტიგრან ბარსეგიანთან ერთად სლოვაკეთის ჩემპიონატის ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეა.
GIPHY App Key not set. Please check settings