EXPECTED GOALS ან XG – ახალი მეცნიერებაა, რომელმაც საფეხბურთო ყოველდღიურობა თავდაყირა დააყენა. ეს, არის ინდიკატორი, რომელიც განსაზღვრავს, სხვა დროს, სხვა ფეხბურთელები, ანალოგიური სიტუაციიდან როგორი წარმატებით ახერხებდნენ თავის გამოჩენას. მაგალითად, ლეო მესის გოლის XG მექსიკასთან 0.13 იყო, რაც ნიშნავს, რომ 10 ასეთი მცდელობიდან, საშუალოდ, 1 გადის.
ჰო, რატომ გაგვახსენდა ეს ყველაფერი. რეალურად, მაროკოს ნაკრების მესაჭემ, რეგრაგიმ ამ საკითხზე ისაუბრა:
“არ მადარდებს, რომ დაცვითი ტაქტიკის გამო გვაკრიტიკებენ. აფრიკული ქვეყნები მხიარულ, მაგრამ დამარცხებულ ფეხბურთთან იყვნენ ასოცირებული და ეს დრო წარსულს ჩაბარდა. შეხედეთ საფრანგეთს, მათ ინგლისთან 40 მომენტი შექმნეს? არა, მაგრამ 1/2 ფინალში გავიდნენ და მთავარი ესაა.
ტურნირის დაწყების წინ ჩვენი შანსი 0.01-ით ფასდებოდა, ახლა კი 0.03-მდე ავიწიეთ, რაც არ მადარდებს, ჩვენ ფინალამდე ერთ ნაბიჯში ვართ”.
მოსალოდნელი გოლების ინდიკატორით, მაროკო ერთ-ერთი ყველაზე მოკრძალებულია მიმდინარე მუნდიალზე.
GIPHY App Key not set. Please check settings