in

ელვირ რაჰიმიჩი: ლივაკოვიჩს აკინფეევამდე ბევრი უკლია

იცით, აკინფეევი რით გამოირჩეოდა წლების მანძილზე? – ზედიზედ 41 ჩემპიონთალიგურ მატჩში უშვებდა მინიმუმ 1 გოლს.

იცით, ვინ არის ელვირ რაჰიმიჩი? – წარსულში “ცსკა”-ს მოთამაშე და ახლა სამწვრთნელო შტაბის წევრი. ბოსნიელს კი ლივაკოვიჩისა და აკინფეევის შესახებ რუსულ მედიაში ჰკითხეს:

“რატომ იგებენ ისინი პენალტებით? ეს მენტალობის ამბავია, მათ სჯერათ და შემდეგ ბურთიც იჯერებს.

ლივაკოვიჩი ბონოსთან ერთად ტურნირის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა, მაგრამ იგორ აკინფეევის დონემდე ბევრი უკლია”.

ზოგადად, როდესაც წონადი ფიგურა ამა თუ იმ ფეხბურთელს ადარებს, სტატისტიკას, პირად გამოცდილებას ან რაიმე მსგავსს იშველეიბს, მაგრამ რაჰიმიჩის სიტყვა აბსოლოტური ჭეშმარიტებაა და არანაირი არგუმენტით გამყარებას არ საჭიროებს. ეს ხუმრობით, ისე კი საინტერესოა, ყირგიზეთთან ბურთაობაზე რა აზრის ბრძანდება?!

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მესის “პსჟ”-ში დარჩენის შანსი დიდია

რაფა ვარანი: ნახევარფინალი კარგია, მაგრამ მიზანი ჩემპიონობაა!