პორტუგალიაც შინ მიემგზავრება. მოუხელთებელმა მაროკომ მორიგი მსხვერპლი აღმოაჩინა და ენ ნესირის გოლით 1/2 ფინალში გავიდა. აფრიკელები კვლავ გოლგაუშვებლად მიიწევენ, მაგრამ ჩვენს ისტორიაში მთავარი კრიშტიანუ რონალდუა.
საკითხი ასე იდგა: რონი სანაკრებო ფორუმებს თასით ან მის გარეშე ემშვიდობებოდა და პასუხი ნათელია:
“პორტუგალიის ნაკრებთან ერთად მუნდიალის მოგება ჩემი ოცნება იყო. საბედნიეროდ, კარიერაში უამრავი ტიტული მოვიგე, მათ შორის, ევროპის ჩემპიონატიც, მაგრამ მუნდიალი მიუღწეველი სიმაღლე აღმოჩნდა.
ამისთვის 16 წელი ვიშრომე, მაგრამ არაფერი გამოვიდა. წლების განმავლობაში საოცარი თანაგუნდელები მყავდნენ და ყველას დიდი მადლობა. მიუხედავად უამრავი სპეკულაციისა ჩემი დამოკიდებულება პორტუგალიის მიმართ წამითაც არ შეცვლილა.
ახლა, მეტი აღარაფერია სათქმელი. მადლობა პორტუგალიას, მადლობა კატარს”.
GIPHY App Key not set. Please check settings