ინგლისურმა ტაბლოიდმა ფრანგები დატროლა ინგლისისა და საფრანგეთის დღევანდელი ¼ ფინალური მატჩის წინ.
The Sun-მა პარიზში, ეიფელის კოშკის სიახლოვეს სახლების კედლებზე ინგლისის ნაკრების ფეხბურთელები გამოსახა ინგლისურ და ფრანგულ ენებზე მინაწერით.
გვირგვინიან ჰარი კეინს მიაწერეს „მეფე ჰარი“, ჯუდ ბელინგემის ფოტოს It’s coming home (ინგლისელი ფანების სიმღერის მიხედვით – „ის სახლში ბრუნდება“).
მარკუს რაშფორდის ფოტოს ამშვენებდა წარწერა „კარგად, გალებო“ ფრანგულად, კაილ უოკერს „მეფე კაილი“, სადაც სიტყვა კაილი ჩასვეს გადახაზული „კილიანის“ ნაცვლად და ამაში ბუნებრივია მბაპე იგულისხმეს.
ინგლისისა და საფრანგეთის ბოლო, ¼ ფინალური შეხვედრა დღეს, 23:00 საათზეა.
GIPHY App Key not set. Please check settings