რამდენიმე დღისწინ, პელე კლინიკაში გადაიყვანეს და ამწუთამდე ალბერტ აინშტაინის სახელობის კლინიკაშია. კილიან მბაპემ კი თვითერზე ასეთი რამ დაწერა: “ილოცეთ მეფისთვის”.
პოლონეთთან გამართულ მატჩში მბაპემ დუბლი შეასრულა და პირველი მოთამაშეა, რომელმაც 24 წლამდე ასაკში მუნდიალებზე 9 გოლის შეგდება მოახერხა. პელეს 8 ჰქონდა გატანილი და სწორედ მისი რეკორდი მოიხსნა.
პელემ კი მბაპეს თვითს უპასუხა: “მიხარია, რომ ჩემს რეკორდებს ხსნი, შენ ძალიან დიდი ფეხბურთელი ხარ”.
საფრანგეთის ნაკრები ხვალ 1/4 ფინალურ მატჩში, ინგლისს შეხვდება.
GIPHY App Key not set. Please check settings