გერმანიის ფეხბურთის ფედერაციამ დაადასტურა, რომ პირწმინდად ჩაგდებული მუნდიალის მიუხედავად ჰანზი ფლიკი კვლავ ბუნდეს ნაკრების მესაჭე იქნება.
ბერნდ ნოიენდორფი (ფედერაციის პრეზიდენტი: “გვჯერა, რომ 2024 წელს, გერმანიაში გასამართი ევროპის ჩემპიონატი ჩვენი შანსია. ამ ტურნირზე წარმატებას ვგეგმავთ და ამ ყველაფერში, ცხადია, ჰანზი დაგვეხმარება”.
ჰანზი ფლიკი: “მე და ჩემს შტაბს გვჯერა, რომ 2024 წელს დიდი წარმატების მიღწევა შეგვიძლია. კატარული ფიასკო კი სერიოზულ გაკვეთილად გამოგვადგება”.
GIPHY App Key not set. Please check settings