in

ბელინგემი: შენში ძაღლი უნდა ცხოვრობდეს

ბოლო პერიოდში, ჯუდ ბელინგემი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფეხბურთელია. 19 წლის ასაკში, ჯუდი ინგლისის ნაკრების ყველაზე ახალგაზრდა ასისტენტია მუნდიალებზე და არაერთი გოლითაც გამოირჩა. “დორტმუნდის” მფლობელობამ კი შემოთვალა, რომ ჯუდისთვის მინიმუმ 120 მილიონი გირვანქა უნდა გაამზადონ.

გუშინ კი ჯუდს საინტერესო ინტერვიუ ჰქონდა “BT SPORT”-თან, რომელშიც საკუთარ პერსონაზე ისაუბრა:

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შენს შიგნით ძაღლი იყოს. მე ამ ძაღლთან ერთად დავიბადე და ფეხბურთში ეს პრიორიტეტულია. თითოეული მატჩი ომია და ამ შემართებით ვარ.

ვინც მიცნობს იცის, რომ მოედანს მიღმა კეთილი და მხიარული ბიჭი ვარ, მაგრამ, როგორც კი თეთრ ხაზს გადავკვეთ და მწვანე საფარზე გავდივარ ყველაფერი იცვლება”.

ბოლო პერიოდში, ჯუდი ძალიან დაუახლოვდა ჯორდან ჰენდერსონსა და ტრენტ ალექსანდერ არნოლდს, “ლივერპულში” კი მისი დამატება ძალიან სურთ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ადრიანოს ბოჰემა გრძელდება: ქორწინება და 24 დღეში მიტოვებული მეუღლე. მიზეზი? – მუნდიალი

სოფიან ამრაბატმა ტკივილგამაყუჩებლით ითამაშა!