in

საფრანგეთმა პოლონეთი დაჩაგრა: ჟირუ ყველა დროის საუკეთესოა!

მიუხედავად უზარმაზარი დანაკლისისა, მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონები ჯერ შესანიშნავად გამოიყურებიან და 1/4 ფინალის კარიც შეაღეს.

გუშინ, დიდიე დეშამის გუნდი მძიმე სტილში მოთამაშე პოლონეთს შეხვდა და 3:1 გაიმარჯვა. პირველი ბურთი ოლივიე ჟირუმ შეაგდო, რომელიც საფრანგეთის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია 52 გატანილი გოლით. აქამდე ის პირველობას ტიერი ანრისთან იყოფდა.

შესანიშნავი იყო კილიან მბაპე. ფრანგმა დუბლი შეასრულა და მის მიერ ნათქვამი სიტყვები გაგვახსენა: ყველაფერი ისე გავთვალე, რომ მუნდიალზე ოპტიმალურ ფორმაში ვყოფილიყავიო… კილიანის ანგარიშზე უკვე 4 გოლია.

სტუმართაგან ერთი ბურთი, ცხადია, ლევანდოვსკიმ გაქვითა, მაგრამ 99-ე წუთზე, როდესაც პრესტიჟის ინტრიგაღა იყო შემორჩენილი. საფრანგეთმა იმარჯვა და 1/4 ფინალში ინგლისს ეპაექრება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შავი ლომი ფინალშია

დიდიე დეშამი: ცოტახნით დავრჩებით