in

შავი ლომი ფინალშია

რაგბი ევროპის სუპერთასის ნახევარფინალში “შავმა ლომმა” “ავჭალაზე” ესპანური “იბერიანსი” 41:9 დაამარცხა და ზედიზედ მეორედ გავიდა ფინალში.

ქართულმა ფრენჩაიზმა 6 ლელო გაიტანა და არცერთი არ გაუშვა.

სუპერთასის პირველ გათმაშებაში “შავმა ლომმა” “იბერიანსს” 43:40 სძლია, ამჯერად კი მეტოქემ ქართულ გუნდს ღირსეული წინააღმდეგობა მხოლოდ პირველ ტაიმში გაუწია, რომელიც 10:6 დასრულდა. შესვენების შემდეგ ესპანელებმა ანგარიში მინიმუმამდე შეამცირეს, თუმცა მერე ლევან მაისაშვილის შეგირდებმა გადამწყვეტი უპირატესობა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს. ჰეთ-ტრიკი აკა ტაბუცაძემ შეასრულა.

17 დეკემბერს, გადამწყვეტ მატჩში “შავი ლომი” “ლუზიტანუშსა” (პორტუგალია) და “თელ-ავივ ჰითს” (ისრაელი) შორის გამარჯვებულს შეხვდება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რომან ფიფია: ახლა კარგ ტრანსფერებსა და ჩემპიონთა ლიგაზე უნდა ვიფიქროთ

საფრანგეთმა პოლონეთი დაჩაგრა: ჟირუ ყველა დროის საუკეთესოა!