რომან დოლიძემ UFC-ში მეშვიდე ბრძოლა გამართა და საშუალო წონის რეიტინგში მერვე ადგილზე მყოფ ჯეკ ჰერმანსონს (23-8) დაუპირისპირდა.
ქართველმა მებრძოლმა ნორვეგიელი მოწინააღმდეგე მეორე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ რომან დოლიძემ UFC-ში ნოკაუტით ზედიზედ მესამედ გაიმარჯვა.
ეს წარმატება რომან დოლიძეს საშუალო წონის დივიზიონში დააწინაურებს და საუკეთესო ათეულში მოხვდება. შესაბამისად, დიდი ალბათობით, ქართველი მებრძოლი მომავალ წელს უფრო მაღალი რეიტინგის მოწინააღმდეგეს შეხვდება.
თავად რომან დოლიძეს, როგორც ბრძოლის შემდეგ ინტერვიუში თქვა, მომდევნო მეტოქედ დაუმარცხებელი ჩეჩენი სპორტსმენი ხამზატ ჩიმაევი სურს.
GIPHY App Key not set. Please check settings