მსოფლიო პირველობაზე დასრულდა ჯგუფური ეტაპი და ახლა ყველაზე საინტერესო იწყება – თამაში გავარდნაზე. თუმცა მანამდე საინტერესო ფაქტებს გადავხედოთ.
ჯგუფურ ეტაპზე არცერთ ნაკრებს არ მოუგროვებია 9 ქულა. 7 აქვთ ნიდერლანდებს, ინგლისს და მაროკოს.
შეწყდა ბრაზილიის ნაკრების სარეკორდო სერია – 17 მატჩი წაუგებლად მსოფლიო ჩემპიონატების ჯგუფურ ეტაპზე. ეს სერია 1998 წლიდან დაიწყო.
სერბეთმა ჯგუფში მე-4 ადგილი დაიკავა, თუმცა G ჯგუფის ყველაზე შედეგიანი გუნდი გახდა – 5 გოლი. ბრაზილიამ ყველაზე ცოტა გაიტანა (3) და პირველზე გავიდა.
სერბები დიდი ტურნირების პლეი-ოფში 2000 წლის შემდეგ ვერ ხვდებიან. მაშინ იუგოსლავია ერქვა და ნაკრებში სამი მონტენეგროელი თამაშობდა.
შაქირი ბოლო სამ მუნდიალზე იტანს გოლს. მარტო მესის და რონალდოს აქტივშია ასეთი რამ. ამასთან, ის პირველი შვეიცარიელი გახდა, რომელმაც სამ სხვადასხვა მუნდიალზე გაიტანა.
კოსოვოში დაბადებულმა შაქირიმ სერბეთს ზედიზედ ორ მუნდიალზე გაუტანა. 2018 წელს ის დააჯარიმეს გოლის აღნიშვნისას ალბანური არწივის ჩვენებისთვის.
აზიის კონფედერაციის 3 ნაკრები გავიდა მუნდიალის პლეი-ოფში – იაპონია, სამხრეთ კორეა და ავსტრალია.
სამხრეთ კორეამ ორივე მატჩი მოუგო პორტუგალიას მსოფლიო ჩემპიონატზე. აქამდე იყო მოგება 2002 წელს.
ურუგვაის ნაკრები 2002 წლის შემდევ პირველად ვერ გავიდა პლეი-ოფში.
სამხრეთ ამერიკის ორი ნაკრები ითამაშებს პლეი-ოფში, ბრაზილია და არგენტინა. ამრიგად, პირველად 2002 წლის შემდეგ მხოლოდ ორი გუნდი მოხვდა მუნდიალის პლეი-ოფში. 2018 წელს იყო 4 სამხრეთამერიკული ნაკრები, 2014 და 2010 წლებში – 5, 2006 წელს – 3.
GIPHY App Key not set. Please check settings