“BBC”-ს ფანდითმა და წარსულში: “ტოტენჰემის” ; “საუთჰემპტონისა” და ბოლოს “პსჟ”-ს მესაჭემ, მაურისიო პოჩეტინომ პირდაპირ ეთერში თქვა, რომ სანაკრებო გამოწვევას დიდი სიამოვნებით დათანხმდება.
“აქამდე საერთაშორისო ასპარეზს არ განვიხილავდი, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ მზად ვარ. დიახ, ჯერ ძალიან ახალგაზრდა ვარ და მომენატრა ფეხბურთი (ივლისიდან უკლუბოდაა).
ვაცნობიერებ, რომ სანაკრებო ფეხბურთი სულ სხვა ელფერია, მაგრამ საამისოდ მზად ვარ. არ ვარ ჩაციკლული, რომ აუცილებლად არგენტინის ნაკრებში უნდა ვიმუშავო. არა, თუკი კარგ წინადადებას მივიღებ სხვა ნაკრებისგან, რატომაც არა?”.
ეს ყველაფერი პოჩემ “BBC”-ს პირდაპირ ეთერში კატარის მუნდიალის ერთ-ერთი მატჩის გარჩევისას თქვა.
GIPHY App Key not set. Please check settings