გამთნეიისას “NBA”-ში სულ 3 მატჩი გაიმართა და აქედან ერთი სუპერ აფიშისა და დასასრულის მქონე აღმოჩნდა. “დალასმა” მოქმედ ჩემპიონ, “გოლდენ სტეიტს” უმასპინძლა და 116:113 დაამარცხა. ცხადია, გამორჩეულები დონჩიჩი და სტეფ კარი იყვნენ.
მასპინძელთა მხრიდან ლუკა დონჩიჩმა თავი 41 ქულით, 12 მოხსნით, 12 შედეგიანი გადაცემით, 4 ჩაჭრითა და 1 დაფარებით გამოიჩინა. სლოვენიელი კალათბურთელი ისტორიაში მე-6 კალათბურთელი გახდა, რომელმაც 40 ან მეტქულიანი სამმაგი დუბლი ხუთზე მეტჯერ შეასრულა.
კარის აქტივში 32 ქულა იყო, მაგრამ დანარჩენმა გუნდელებმა დიდად მხარი ვერ აუბეს და მოქმედი ჩემპიონიც დამარცხდა.
“დეტროიტი” 110:140 “ნიუ იორკი”
“პორტლენდი” 112:118 “კლიპერსი”
GIPHY App Key not set. Please check settings