in

ჯეკ გრილიში: საუთგეითს პრობლემა არავისთან არ აქვს

ინგლისის ნაკრები ორი ტურის თავზე 4 ქულით ჯგუფის ლიდერი კია, მაგრამ ბევრი კითხვის ნიშანიც დაგროვდა და ამას გარეტ საუთგეითი ვერსად წაუვა.

პირველი შეკითხვა ისაა თუ რატომ არ მიეცათ არც ფოდენსა და არც არნოლდს 1 წუთი შესაძლო 180-დან. ბოლო პერიოდში ვრცელდება ხმა, რომ მწვრთნელსა და “სიტის” ვარსკვლავს შორის კონფლიქტია, რასაც ასევე ქალაქელმა გრილიშმა “BBC”-ს ეთერში უპასუხა:

“კონფლიქტი? ცოტახნისწინ, იყო საუბარი, რომ საუთგეითსა და მედისონს შორის უთანხმოებაა, რომ მას არ მოსწონს ჯეიმსის სტილი, მაგრამ გამოიძახა. ახლა დაიწყო ახალი ტალღა, რომ ფილ ფოდენთან აქვს კონფლიქტი, რაც ასევე არ შეესაბამება სიმართლეს”.

დღეს, 23:00-ზე ინგლისის ნაკრები უელსს შეხვდება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ომარ მომანის კარიკატურები რონალდუს ამბავზე

კარიმ ბენზემამ ტრავმა პრაქტიკულად მოირჩინა