დავით ნინიაშვილი, ბექა გიგაშილი და ბექა გორგაძე ტოპ 14-ის ტურის სიმბოლურში მოხვდნენ.
დავით ნინიაშვილი, რომელიც “ლიონის” წარმოადგენს გასულ ტურში ლელოთი გამოირჩა და სათქმელია, რომ მსოფლიო რაგბის ამომავალმა ვარსკვლავმა ამ სეზონში უკვე 5 ლელო დადო და ბომბარდირთა დავაში პირველობას იყოფს.
ასევე ლელოთი გამოირჩა ბექა გიგაშვილი “ტულონის” რიგებში და ეს გარჯა დაუფასდა. ლელო ვერ, მაგრამ შესანიშნავი პერფორმანსი ჰქონდა ბექა გორგაძეს “პოს” მაისურით, რამაც მისი სიმბოლურში მოხვედრა გამოიწვია.
GIPHY App Key not set. Please check settings