კიდევ ერთი სენსაცია? ალბათ მასეა. კიბატონო, არა იმ ჟანრის როგორიც არგენტინა-საუდის არაბეთი ან გერმანია-იაპონიაა, მაგრამ მაინც სენსაციაა.
მეტ-ნაკლებად საინტერესო მატჩის ბოლო 10 წუთში მსაჯმა უელსის ნაკრების მეკარე უეინ ჰენეზი გააძევა და დარჩენილ დროში ირანმა ორჯერ იხეირა.
მე-8 დამატებულ წუთზე ჩეშმიმ დაახლოებით 25 მეტრიანი დისტანციიდან შორეულ დაბალ კუთხეში ჩააჭედა და ირანი წინ გაიყვანა. სამი წუთის თავზე წამოღებულმა კონტრ-იერიშმა კი რაზაეიანს მეორე ბურთის გატანის საშუალება მისცა და მატჩიც 2:0 დასრულდა.
სიტუაცია ასეთია, ირანს 3 ქულა აქვს ისევე როგორც ინგლისს უელსსა და აშშ-ს კი თანაბარი, თითო ქულა. ჯგუფის მეორე მატჩი 23:00-ზე ინგლისსა და აშშ-ს შორის გაიმართება.
GIPHY App Key not set. Please check settings