რამდენიმე დღისწინ, ბრიტანული პრესა გადაჭრელდა და მიზეზი სამუნდიალე ციებ-ცხელება სულაც არ ყოფილა. “ლივერპული” და “მანჩესტერ იუნაიტედი” – ინგლისური ფეხბურთის 2 ფლაგმანი, ოფიციალურად, იყიდება.
მერსისაიდელებს შევეშვათ, მაგრამ გლეიზერების ოჯახი მზადაა, რომ 16 წლიანი მანჩესტერული მოგზაურობა დაასრულონ. პრინციპში, ქომაგი ამ ამბავს დიდი აღფრთოვანებით შეეგება, რადგან “ოლდ ტრაფორდზე” გამართულ თითქმის ყველა მატჩში ნახავთ წარწერებს: “GLAZERS OUT”. მიზეზი? – მწირი ინვესტიცია მიუხედავად იმისა, რომ ეშმაკები ყველაზე მდიდრები არიან. ფერგიუსონის წასვლის შემდეგ ნაჩვენები არასახარბიელო შედეგები და პლუს ჩანასახშივე მოშთობილი სუპერ ლიგის იდეა, რომლის დიდი მეხოტბეც იყო გლეიზერების ოჯახი.
ჰო, ახლა კი “APPLE”. ამ კომპანიის გაცნობით თავს არ შეგაწყენთ, რადგან, შესაძლოა ამ სიახლეს თქვენი აიფონით ეცნობოდეთ…
მოკლედ, სიტუაცია ასეთია: ამერიკელებმა 5.8 მილიარდიანი შეთავაზება გაამზადეს, მაგრამ გლეიზერები 8.5 მილიარდს ითხოვენ, რითაც ემიუ ყველაზე ძვირად გასხვისებული გუნდი გახდება.
ჰო, ეფლის აქტივები ჯამში, 2 ტრილიარდ დოლარს აჭარბებს, ჰოდა, ეს ჩვენი საუდელი “ნიუკასლის” მფლობელი, შესაძლოა, ყველაზე მდიდარ მფლობელებში მე-2 საფეხურზე მოხვდეს, რადგან მისი ქონება 230 მილიარდია.
GIPHY App Key not set. Please check settings