ერთია ბუნდესნაკრების დამარცხება, რაც ჩანასახშივე საოცარ განცდასთან ასოცირებული მოვლენაა, მაგრამ მეორე ამბავია, როდესაც ემოციების სიჭარბის ფონზე, როცა ერთადერთი საფიქრალი დაგროვილი გრძნობის საქვეყნო ექსპრესიაა, ამ დროს ცივი გონებისა და ზნეობრივი პრინციპებსი შენარჩუნება.
მთლად უკიდეგანო ლაბირინთებში რომ არ გავიხლართოთ, აჯობებს პირდაპირ ვთქვათ ის, რითაც პირველ რიგში გვჯობნიან იაპონელები.
გუშინ, მუნდიალის პირველ ტურში ამომავალი მზის ქვეყნის შვილებმა გერმანიის უძლიერესი ნაკრები 2:1 დაამარცხეს, მაგრამ საფინალო სასტვენის შემდეგაც საინტერესო ამბავი მოხდა. იაპონელებმა სტადიონი დაასუფთავეს და თავიანთი ნაგავი გაიტანეს.
ამისთვის ხომ კატარმა ხალხი დაიქირავა? ქვეყანამ 230 მილიარდი დახარჯა და ცხადია, დასუფთავების სამსახურს თავისი კვოტა აქვს, მაგრამ იაპონელებს ეს არ ადარდებთ.
მივბაძოთ!
GIPHY App Key not set. Please check settings