ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის, დიეგო მარადონას შვილმა დიეგო მარადონა-უმცროსმა არგენტინისა და საუდის არაბეთის მატჩის შემდეგ Calcionapoli TV-სთან სხვადასხვა თემაზე, მათ შორის, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.
“მამას და მესის შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდათ. დიეგო ლეოს ყოველთვის იცავდა და მუდამ მის მხარეს იყო. “ლა პულგა” დიდ ზეწოლას განიცდის.
მამაჩემის შედარება რომელიმე ფეხბურთელთან? ამას მხოლოდ ის აკეთებს, ვინც ფეხბურთის შესახებ არაფერი იცის. რა თქმა უნდა, მესი “ალბისელესტეს” ლიდერია, თუმცა სკალონი ცდილობს, რომ არგენტინის ნაკრებმა გუნდური ფეხბურთი ითამაშოს და გამარჯვებაში ყველამ თავისი წვლილი შეიტანოს.
რაც შეეხებათ ოსიმენს და კვარაცხელიას, ნიგერიელი ფიზიკურად წარმოუდგენლად ძლიერია. “კვარა” კი უმაღლესი ხარისხისა და კლასის მოთამაშეა. მაგრამ, სტანისლავ ლობოტკა “ნაპოლის” შეუცვლელი მოთამაშეა, მიუხედავად სუსტი ფიზიკური მონაცემებისა, სივრცეებს მუდამ პოულობს და გუნდის შეტევებს სწორედ სლოვაკი ფეხბურთელი იწყებს.
GIPHY App Key not set. Please check settings