გუშინ, საფრანგეთის ეროვნულმა ნაკრებმა მუნდიალის პირველ ტურში ავსტრალია 4:1 გაანადგურა, მაგრამ სასიამოვნო ანგარიშის მიუხედავად მაინც გამოერია ნეგატივი.
ტრავმებისგან ისედაც გატანჯულ მოქმედ მსოფლიო ჩემპიონს ლუკა ერნანდესი ნაადრევად დააკლდა და ის საკუთარმა ძმამ ტეო ერნანდესმა ჩაანაცვლა, რაც მუნდიალის ისტორიაში მეორედ მოხვდა ( გასულ მუნდიალზე ძმებმა ამრაბატებმა ჩაანაცვლეს ერთმანეთი).
ნამატჩევს დიდიე დეშამმა თქვა, რომ ლუკას ტრავმა ცუდად გამოიყურებოდა, მაგრამ რამდენიმე წუთისწინ საფრანგეთის ნაკრების თვითერ გვერდმა ტრავმის სიმძიმე დაადასტურა – ლუკა მუნდიალს ემშვიდობება.
GIPHY App Key not set. Please check settings