in

ყატარში პერსონალი საკვებისა და წყლის გარეშე დატოვეს

ყატარში პერსონალი სამუშაო პირობებზე ჩივის.

ინდოეთიდან 212 მოლარე (205 კაცი და 7 ქალი) საკვებისა და წყლის გარეშე დატოვეს 6 საათით გახსნის ცერემონიის წინ.

ისინი 9:00 საათზე წაიყვანეს და სტადიონთან 10:00 საათზე ჩამოსვეს, არენაზე კი 16:00 საათამდე არ შეუშვეს. მოლარეებს უთხრეს, რომ ხელმძღვანელს დალოდებოდნენ, საკვები კი არ მისცეს.

მსგავსი ინციდენტი მოხდა 20 ფილიპინელ გამყიდველთან დაკავშირებითაც, რომლებიც სტადიონთან საკვებისა და წყლის გარეშე სამი საათის განმავლობაში აყურყუტეს.

ყველა თანამშრომელმა კონტრაქტი ერთი თვით გააფორმა ყოველდღიური სამუშაოს პირობით. მათ უფასოდ აქვთ საცხოვრებელი და ერთჯერადი კვება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

არგენტინაა მთავარი ფავორიტი

გთხოვთ კიდევ გვეთამაშეთ: საქართველომ თამასა მაღლა ასწია