დიდმა ბრიტანეთმა და ირლანდიამ ევრო 2028-ის მასპინძლობაზე წინასწარი განაცხადი შეიტანეს.
„ჩვენ ევრო 2028-ის მკაფიო და დამაჯერებელ ხედვას გთავაზობთ: ფეხბურთი ყველასთვის, ფეხბურთი სამუდამოდ. ფეხბურთი მომავლისთვის“ – უწერიათ ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერს ირლანდიის, ინგლისის, შოტლანდიის, ჩრდ ირლანდიისა და უელსის ფეხბურთის ასოციაციების წარმომადგენლები.
ტურნირს ჩასატარებლად 14 სტადიონია შერჩეული:
„ვილა პარკი“ (ბირმინგემი), „გუდისონ პარკი“ (ლივერპული), „უემბლი“. „ტოტენჰემ ჰოთსპურ სთედიუმი, ოლიმპიური სტადიონი (ყველა ლონდონი), „ეტიჰადი“ (მანჩესტერი), „სენტ ჯეიმს პარკი“ (ნიუკასლი), „სთედიუმ ლაითი“ (სანდერლენდი), „ოლდ ტრაფორდი“, „დუბლინ არენა“, „კროუკ პარკი“ (ორივე დუბლინი), „კეისმენტ პარკი“ (ბელფასტი), „ჰემპდენ პარკი“ (გლაზგო) და უელსის ეროვნული სტადიონი (კარდიფი).
საბოლოო სიის წარდგენა, რომელიც 10 სტადიონს მოიცავს, აპრილში იგეგმება.
ტურნირის მასპინძლობაზე პრეტენზია ასევე აქვს თურქეთს.
GIPHY App Key not set. Please check settings