in

ჯორდანმა მარადონას აჯობა: მაიკლის მაისური რეკორდულ ფასად გაყიდეს

ყველა დროის ყველაზე დიადი კალათბურთელის მაიკლ ჯორდანის მაისური გაყიდეს და რეკორდიც დაამყარეს.

ჯორდანის მაისური, რომელიც მას 1998 წლის ფინალური სერიის პირველ მატჩზე ეცვა, აუქციონზე 10 მილიონად გაიყიდა, რაც ყველაზე ძვირფასი სპორტული ნივთი აღმოჩნდა ისტორიაში.

ცხადია საუბარია „ჩიკაგო ბულზის“ მაისურზე.

აქამდე რეკორდი დიეგო მარადონას ეკუთვნოდა, რომლის მაისური „სოთბის“ აუქციონზე ვიღაც იღბლიანმა მილიონერმა 9.3 მილიონ დოლარად დაისაკუთრა. ეს ის მაისურია, რომლითაც ფეხბურთის ღმერთმა 1986 წლის მუნდიალის ¼ ფინალში ინგლისს ყველა დროის გოლი გაუტანა.

რაც შეეხება კალათბურთელებს, ჯორდანამდე რეკორდი კობი ბრაიანტს ეკუთვნოდა, რომლის სადებიუტო სეზონში ნათამაშევი მაისური 3.7 მლნ დოლარად იყო გაყიდული.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საქართველო ბრინჯაოს აგროვებს: გენომ ბრინჯაო მოიპოვა, მანამდე იაკობიშვილმა აიღო – დღეს კიდევ ერთის შანსია

შოკირებული ვარ: ნუ ეჩხუბები კვარას საჯაროდ – პროფესორმა ხვიჩა დაიცვა