in

ვიდეო: დაიწყო – პირველი ინციდენტი უკვე მოხდა, დანიელ ჟურნალისტს კამერა წაართვეს და დაემუქრნენ

კატარში, მსოფლიოს ჩემპიონატის წინ დანიელ ჟურნალისტებს Live-ჩართვის დროს გადაღებები შეაწყვეტინეს. უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ოპერატორს კამერა წაართვეს და მისი დამტვრევითაც ემუქრებოდნენ. ეს იმ დროს, როცა მსოფლიოს ჩემპიონატი რამდენიმე დღეში, კვირას იწყება.

დანიური TV2-ის რეპორტიორმა რასმუს ტანთოლდტმა კატარელ სამართალდამცავებს თავისი აკრედიტაცია უჩვენა და შეეცადა აეხსნა, რომ საჯარო სივრცეში გადაღების უფლება ჰქონდა. “თქვენ აქ მთელი მსოფლიო დაპატიჟეთ. რატომ არ შეგვიძლია გადაღება? ეს ხომ საჯარო სივრცეა. ჩვენ გვაქვს უფლება, რომ აქ გადავიღოთ…” – ეუბნებოდა ის კატარელებს.

ჟურნალისტის ამ სიტყვებს კატარელის მუქარა მოჰყვა – ის კამერის დამტვრევით იმუქრებოდა. ამან დანიელი ჟურნალისტიც ცოტა გააბრაზა: “თქვენ შეგიძლიათ კამერის დამტვრევა. ამის გაკეთება გინდა? კარგი, მიდი, დაამტვრიე…”

მოგვიანებით, ტანთოლდტი სხვა ტელევიზიას, NRK-ს ჩაერთო და თქვა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის საერთაშორისო მედიის დეპარტამენტმა მას ოფიციალურად მოუბოდიშა მომხდარის გამო. თუმცა გამოცდილი ჟურნალისტი ამბობს, რომ უკვე შიშობს, უარესები არ მოხდეს.

“არა მგონია, რომ კატარში ყველა პოლიციელმა იცოდეს, როგორ უნდა მოიქცნენ მსოფლიოს ჩემპიონატის დროს. ეჭვი მეპარება, რომ მათ კარგად გაიგეს, რა ხდება ამ ქვეყანაში ამ ერთი თვის განმავლობაში. ეს შემთხვევა კარგად ასახავს, რა ხდება კატარში. საჯარო სივრცეში გადაღების აკრძალვა და თან ასეთი უხეშობით? კატარი თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყანა არ არის,” – თქვა 49 წლის დანიელმა ჟურნალისტმა.

პრესის თავისუფლების რეიტინგში კატარი 180 ქვეყნიდან 119-ე ადგილზეა…

europop.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვინ არიან მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელები: პირველი მბაპეა

ვიდეო: დე ბრუინს ვარჯიშზე მითითებას ბელგიის მეფე აძლევს – არაჩვეულებრივი ვიდეო მუნდიალამდე