არგენტინის ნაკრების პირველ ვარჯიშს „ალ ნაჰაიანის“ სტადიონზე არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში 10 ათასი ადამიანი დაესწრო. ადგილზეა არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი კლაუდიო ტაპიაც.
ლეო მესი ახალ ოქროს ბუცებში ვარჯიშობდა, რომელიც adidas-მა სპეციალურად მისთვის ამ მუნდიალისთვის გამოუშვა.
ამ ბუცებით მესიმ გუშინ უკვე ითამაშა საემიროებთან მოგებულ (5:0) მატჩში.
22 ნოემბერს ლეო არგენტინის პირველ შეხვედრაში მუნდიალზე „ლუსაილის“ სტადიონზე ბუცებს ოფიციალურად წარადგენს.
ბარემ ვთქვათ, რომ ხსენებულ საკონტროლო მატჩში მესიმ 1:1 შეასრულა და ახლა ნაკრებში ჩატარებულ 165 თამაშში 141 ქულა აქვს გოლი+პასის ჯამში.
GIPHY App Key not set. Please check settings