in

ROGER OUT

2019 წლის ივლისში როჯერ ფედერერმა უიმბლდონის 1/2 ფინალში რაფაელ ნადალს მოუგო, 14 ივლისის ფინალური მატჩის მე-5 სეტში კი ნოვაკ ჯოკოვიჩს, 9-7-ზე და კარიერა უდიდესი ტრიუმფით დაასრულა. ყველა განზომილებაში, რომელიც თანაარსებობს, ყველანაირ მატრიცაში, რომლისაც გვჯერა და არ გვჯერა, ეს ამბავი სწორედ ასე იყო.

აქ მისი საჩოგბურთო ისტორია არ დაწყებულა და არც დასრულებულა, მაგრამ 41 წლის შვეიცარიელისათვის ერთ-ერთი გამორჩეული მომენტი იყო.

2003 წელს დაწყებული სლემების სიყვარულმა 20 ერთეული შეადგინა და დიდ სამეულში, მხოლოდ ნადალს ჩამორჩება.

წავიდა ელეგანტური, დახვეწილი და ინტელექტუალი კაცი, რომელმაც საჩოგბურთო თვალსაწიერი სხვა სიმაღლეზე აიყვანა. 20 სლემი? – სიგიჟეა.

ამდენი წლის მანძილზე ვუყურებდით ტრიოს, რომელმაც ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ფედერერი, ნადალი, ჯოკოვიჩი – სამეული კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ერთურთს ანაცვლებდა.

წავიდა ფედერერი,

მისი „God, it’s killing me” და მერე ბრაზით და ყრუდ ამოსლუკუნებული „Shit” 2009 წლის ავსტრალიის ღია პირველობის ფინალის მთავარ ნემეზისთან წაგების შემდგომ კი ჩემთვის ყველაზე შთამბეჭდავი და შინაური მოგონებაა, რომელსაც 103-გზის ტურის ჩემპიონი დიდებულ მემკვიდრეობასთან ერთად ტოვებს.P.S. To

the idea of Roger Federer: I love you and will never be left without you.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

2+2=4 – ერლინგ ჰოლანდი პრემიერ ლიგის თვის საუკეთესი მოთამაშეა!

საქართველოში VAR გვექნება: პროცესი ბოლოსკენ მიდის