წყალბურთში ჩემპიონთა ლიგის 2022/2023 წლის სეზონის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში თბილისის “დინამომ” ერთ-ერთ ფავორიტ “ბარელონეტას” უმასპინძლა და 8:14 დამარცხდა.
შეხვედრა “დინამოს” უპირატესობით დაიწყო და პირველ მეოთხედში 4:2 იმარჯვა, თუმცა დეიან სტანოეივიჩის გუნდმა მეორე პერიოდში მატჩის სადავეები დათმო და შეხვედრაში გარდატეხის შეტანა ვეღარ შეძლო.
თბილისის “დინამო” ჩემპიონთა ლიგაზე მეორე შეხვედრას 29 ნოემბერს “ოლიმპიაკოსის” წინააღმდეგ გამართავს.
დინამო (თბ) – ბარსელონეტა 8:14 (4:2, 2:6, 1:4, 1:2)
დინამო: ჯაპიასი, კირიაკიდი (1), ახვლედიანი, ძიხწიარენკა (2), ტყეშელაშვილი, ვლანოვიჩი, ჯახაია (1), სარიჩი (1), კიკალეიშვილი, მესხი (1), მალიშაუ, ჰიეშივაცი (2), გვეტაძე
ბარსელონეტა: აგუერე რუბუო, ფამერა კორენკოვა (1), მარტკოვიჩი (1), მუნარის ეგანა (2), რაულ გარსია (3), ლარუმბე გონფაუსი (1), პავილარდი (1), ფერნანდეს მირანდა, ტაჰული კომპტე (1), პერონე როჩა (4), ბიელ ლარა, ბუსტოს სანჩესი, პორტერ ნიკოლასი
ტურნირში კონტინეტის 16 საუკეთესო გუნდი გამოდის. საქართველოს ჩემპიონი თბილისის “დინამო”, რომელიც წლეულს ექვსმა წყალბურთელმა დატოვა, A ჯგუფშია, სადაც “პრო რეკოს” (იტალია), “ბარსელონეტას” (ესპანეთი), “ვასპო ჰანოვერს” (გერმანია), “რადნიჩკის” (სერბეთი), “ოლიმპიაკოსს” (საბერძნეთი), “ვულიაგმენსა” (საბერძნეთი) და “იადრანს” (სპლიტი, ხორვატია) დაუპირისპირდება. ჯგუფიდან ფინალური ეტაპის საგზურებს 4 საუკეთესო გუნდი მიიღებს.
GIPHY App Key not set. Please check settings