კრიშტიანო რონალდოს კომპანიამ მილანში თვის ცვენის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ცენტრი გახსნა.
Insparya კრიშტიანომ და პორტუგალიელმა პაულო რამოშმა დააფუძნეს.
კლინიკის ფართობი 1200 კვ/მ-ია და მასში 14 საოპერაციო დარბაზია. ასეთმა ცენტრმა 2 მილიონი ევროს ინვესტიცია მოითხოვა.
„ეს უნიკალური და ინოვიაციური პროექტია, რომელიც იზიარებს საქმისადმი მიდგომის, ამბიციისა და მუდმივი პიროვნული განვითარების ჩემს ფილოსოფიას.
იტალია – ქვეყანაა, რომელმაც თავიდანვე საუკეთესოდ მიმიღო და თავი შინ მაგრძნობინა.
იტალიელები ძალიან ზრუნავენ საკუთარ იმიჯზე, უყვართ თავის მოვლა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ამიტომ მჯერა, რომ Insparya-ის ხარისხი მათ გააკვირვებს. მიხარია, რომ ამაში აქტიური მონაწილეობის მიღება შემიძლია“, – განაცხადა პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა.
გავიხსენოთ, რომ მანამდე რონალდომ თმის გადანერგვის კლინიკები გახსნა მადრიდსა და მარბელიაში.
GIPHY App Key not set. Please check settings