“ნაპოლის” ხელმძღვანელობა მალე 3 ფეხბურთელს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს, ამის შესახებ ინფორმაციას Tuttonapoli ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ეს მოთამაშეები: სტანისლავ ლობოტკა, ამირ რაჰმანი და გუნდის კაპიტანი ჯოვანი დი ლორენცო არიან.
“ანგისამ ახალ კონტრაქტს ხელი ახლახანს მოაწერა. ლობოტკასთან შეთანხმება პრაქტიკულად შედგა და სლოვაკი ხელშეკრულებას 2027 წლამდე გააფორმებს. ჯუნტოლი მოლაპარაკებებს რაჰმანისთან და დი ლორენცოსთან აწარმოებს. კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი თვლის, რომ ორივე მოთამაშე “ნაპოლიში” კიდევ დიდხანს უნდა დარჩეს და მათ გასხვისებას არ გეგმავს” – წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, “ნაპოლი” სერია A-ს 41 ქულით ლიდერობს, “პარტენოპეი” მომდევნო მატჩს 4 იანვარს “ინტერის” წინააღმდეგ გამართავს.
GIPHY App Key not set. Please check settings