ზოგი დიდ ფეხბურთს უკაკუნებს და მოკრძალებულად აღწევს დიდ სცენაზე, ზოგს შესანიშნავი დებიუტი გამოსდის, მაგრამ არსებობს ალეხანდრო გარნაჩო.
გუშინ, “ქრეივენ ქოთიჯზე” “ფულემმა” “მანჩესტერ იუანიტედს” უმასპინძლა და თითქოს გუნდები 1:1-ს აფიქსირებდნენ, მაგრამ ეგრედწოდებული “FERGI TIME” ალეხანდრო გარნაჩოს რბილი დარტყმა და ბურთი ლენოს კარის ბადეში გაეხვა – 1:2.
ამ გოლით გარნაჩო პრემიერ ლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია (18წ 135 დღე) მაკედას შემდეგ, რომელიც დამატებით დროში გამარჯვების გოლის შეგდებას ახერხებს. არსებული რეკორდი ფედერიკო მაკედას (17წ 226დ) ეკუთვნის და ისიც “ემიუს” ღირსებას იცავდა.
ჰო, მატჩის დასრულებიდან რამდენიმე წუთში ფაბრიციო რომანომ დაწერა, რომ “ემიუ” გარნაჩოს კონტრაქტს ახანგრძლივებს…
GIPHY App Key not set. Please check settings