ლეო მესი მიიჩნევს, რომ არგენტინის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის პირველ მატჩზე უნდა იყოს კონცენტრირებული.
1/8 ფინალში ლოგიკურად არგენტინას დანია ან საფრანგეთი შეხვდება…
1/8 ფინალზე ფიქრი შეცდომაა. უნდა ვიფიქროთ პირველ მატჩზე. მოგებით დაწყება ძალიან მნიშვნელოვანია. სამიდან სამი თამაშის მოგება სამომავლოდ თავდაჯერებას მოგვიტანს.
დღეს ვსაუბრობთ, რომ რაღაც შესაძლოა ასე იყოს ან ისე, მერე კი ყველაფერი სხვაგვარად ხდება. წინა მუნდიალზე ისე წავედით თითქოს პირველზე ვიყავით. ფიქრებში 1/8 ფინალი უკვე გადალახული გვქონდა, მომდევნო ეტაპებზე ვფიქრობდით და საბოლოოდ ყველაფერი სულ სხვანაირად მოხდა. მსოფლიო ჩემპიონატზე ყოველთვის ხდება, რაც წარმოუდგენელია. მოკლედ, პირველ მატჩზე უნდა ვიფიქროთ.
არგენტინა ჯგუფში პოლონეთს, საუდის არაბეთსა და მექსიკას შეხვდება. წინა მუნდიალზე არგენტინა ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა და 1/8 ფინალი საფრანგეთთან წააგო.
ამასთან, მესიმ ჩემპიონატამდე არგენტინელებს მიმართა:
„როგორც ყოველთვის რაღაც დიდის წინ ერთი და იგივეს ვამბობთ. მადლობელი ვარ თქვენი სიყვარულისთვის. მეც ისევე აღელვებული ვარ, როგორც თქვენ.
ყველა ღონეს ვიხმართ და გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ, ნებისმიერთან.
ყველაფერი შესაძლოა კარგად განვითარდეს და იმედი მაქვს ღმერთი დაგვეხმარება“, – თქვა არგენტინის ნაკრების ლიდერმა.
GIPHY App Key not set. Please check settings