in

მოგებული წავაგეთ: სამოამ თბილისში პირველად გაიმარჯვა

ბოლო წუთების დრამა, რომელიც საბოლოოდ სამოას გამარჯვებით დასრულდა –
19:20.
სამოამ პირველად მოიგო საქართველოში.

ნოემბრის ტესტების მეორე მატჩი საქართველომ „დინამო არენაზე“ სამოას ნაკრების წინააღმდეგ გამართა. დაძაბულ, დრამატულ, საინტერესო შერკინებაში ქართველები მინიმალური ანგარიშით სულ ბოლოს დამარცხდნენ. ჩვენები წინ გავიდნენ, მეტოქეს კაცი გაუგდეს და თითქოს მოგება გარდაუვალი იყო, მაგრამ…

უპირატესობას თავიდან სტუმრები დაეუფლენ, ჯერ მათი ლელო არ ჩაუთვალეს, შემდეგ საჯარიმოთი დაწინაურდნენ, თუმცა მალე 50-მეტრიანი ჯარიმით აბჟანდაძემ ანგარიში გაათანაბრა. მე-13 წუთზე მსაჯმა გიორგაძეს ყვითელი ბარათი უჩვენა, რითაც სამოელებმა ისარგებლეს და ლელო-გარდასავით წინ გავიდნენ. მეტოქის მორაგბის გასინბინების შემდეგ აბჟანდაძემ ორი საჯარიმოდან ერთი გამოიყენა და პირველი ტაიმი 6:10 წავაგეთ.

50-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა შესანიშნავი შეტევა განახორციელა, რომელიც ტაბუცაძის ლელოთი დასრულდა და ანგარიში შემცირდა – 11:13 (აბჟანადაძემ ვერ გარდასახა). 67-ე წუთზე ბორჯღალოსნებმა კიდევ ერთი ლელო დადეს – შეცვლაზე იმ წამს შესულმა 18 წლის ალექსანდრე ქუნთელიამ თავის პირველ მატჩში ეროვნულ ნაკრებში ლელო მიითვალა და საქართველო დააწინაურა – 16:13.

საქართველოს ნაკრები ინიციატივას ფლობდა, თამაშს წარმართავდა, მეტოქის მორაგბეს წითელი ბარათი მიაღებინეს, აბჟანდაძემ კი საჯარიმო გამოიყენა, მაგრამ 75-ე წუთზე სამწუხაროდ სამოელთა შეტევა გაგვეპარა და მანუმ გამარჯვების მომტანი ლელო გაიტანა – 19:20.

შეგახსენებთ, რომ ნოემბრის ტესტების პირველ შეხვედრაში ერთი კვირის წინ საქართველომ თბილისში ურუგვაი 34:18 დაამარცხა. მომდევნო ტესტ-მატჩი კი ჩვენ გუნდს 19 ნოემბერს, კარდიფში უელსის წინააღმდეგ აქვთ. შეხვედრა თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

არანაირი შედარება მარადონასთან: კვარას ინტერვიუ იტალიელებთან

სანდრო ბაზაძემ მსოფლიო თასი მოიგო