in

ლოჩოშვილი დაბრუნდა და პაუზაზე მარცხით გავიდა

ლუკა ლოჩოშვილი კვლავ დაუბრუნდა „კრემონეზეს“ ძირითად შემადგენლობას. სამწუხაროდ, ქართველის გუნდი მუნდიალის პაუზაზე მარცხით გავიდა – სტუმრად „ემპოლისთან“ 0:2 წააგო.

ლოჩოშვილი 78-ე წუთზე შეცვალეს.

გოლები მეორე ტაიმში გავიდა. ანგარიში მატჩის განახლებიდან რამდენიმე წამში გაიხსნა. „ემპოლის“ შემტევი ნიკოლო კამბიაგი მცველებს იოლად გასცდა, მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა და შანსი გამოიყენა. მანვე გაიტანა მეორე გოლიც, უკვე თმაშის მიწურულს, 88-ე წუთზე.

15 ტურის შემდეგ, მოუგებელ „კრემონეზეს“ 7 ქულა აქვს (7-ვე ფრე) და მე-18 ადგილზეა. თუმცა მის ქვემოთ მყოფი „სამპდორიასა“ და „ვერონას“ ამ ტურის შეხვედრები ჯერ სათამაშო აქვთ, თანაც ორივე შინ თამაშობს და ორივე ცხრილის ქვემოთ მყოფ არც თუ ძლიერ გუნდებთან.

„კრემონეზეს“ კი მომდევნო მატჩი უკვე მომდევნო წელს უწევს, 4 იანვარს შინ, თვით „იუვენტუსთან“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

დღეს საქართველოს ომი აქვს… საკუთარ თავს უნდა ვაჯობოთ

ხვიჩა ქართველ სტუდენტებს შეხვდა