in

ესეც ასე: კვარა ტვ სტუდიაში!

ჟურნალისტმა დენის რომანცევმა “ნაპოლის” გულშემატკივრები და იტალიელი ჟურნალისტები ჩაწერა, რომლებმაც ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრეს.

Teleclubitalia-ს წამყვანმა ფრანჩესკო მოლარომ ჩვენებურის შესახებ თქვა:

“Teleclubitalia-ს არხზე Napoli Allnews-ის გადაცემას ვუძღვები. კამპანიის რეგიონში ჩვენი ტელევიზია 77-ე არხზე შეგიძლიათ ნახოთ.

როცა ხვიჩამ ეს ნომერი აირჩია, ძალიან გაგვიხარდა. ახლა საკუთარ ტელევიზიას Kvara Tv-ს (“კვარას არხს”) ვუწოდებთ.

მისი დრიბლინგი, ორივე ფეხით თამაშის სიმარტივე, დარტყმა, პასი… ყველაფერი მართლაც შესანიშნავ დონეზე აქვს… გარდა ამისა, მას ძალიან კარგი ადამიანური მანერები აქვს. “ნაპოლის” ბაზაზე მას ყველა დიდი სიყვარულით ესალმება და ქართველთან ურთიერთობა ყველას სიამოვნებს”, – ამბობს მოლარო.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხანდახან SKY SPORTS-ს ეშლება: ტენ ჰაგის სახელი არასწორად ამოგვინათეს

მსოფლიო ჩემპიონატის ელჩი და კატარის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ხალიდ სალმანი: ჰომოსექსუალებს არ ვეპატიჟებით