in

დალასი და ფილადელფია დამარცხდნენ

დღეს დილით, NBA-ში 4 მატჩი გაიმართა. “გოლდენ სტეიტს” და “ლეიკერსს” არ უთამაშიათ, მაგრამ გრანდებმა იმდენადა არადამაჯერებლად დაიწყეს, რომ…

“დალასი” “ვაშინგტონს” ესტუმრა და 105:113 დამარცხდა. ლუკა დონჩიჩმა 22 ქულა 9 მოხსნა და 6 ასისტი დააგროვა, მაგრამ მთავარი ლიდერი სპენსერ დინვიდი იყო, რომელმაც 33 ქულა დააგროვა. დედაქალაქელთაგან კი კაილ კუზმას ჰქონდა შთამბეჭდავი მატჩი: 36 ქულა 11 მოხსნა და 6 ასისტი.

“ატლანტა ჰოუქსმა” კი “ფილადელფიას” უმასპინძლა და 104:95 დაამარცხა. ორივე გუნდის მხრიდან 26 ქულიანი ნიშნული იყო საუკეთესო. მასპინძელთაგან ტრეი იანგი, ხოლო “ფილას” მხრიდან ჯოელ ემბიდი, რომელმაც 26 ქულას 13 მოხსნა დაამატა.

“მაიამი” 117:112 ‘შარლოტი”

“ნიუ ორლეანი” 95:106 “პორტლენდი”.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ასტონ ვილას ახალი ლოგო აქვს

სუარესი, ნუნიესი, კავანი და ფედე ვალვერდე – დიეგო ალონსომ ურუგვაის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა!