in

ნაპოლი ხვიჩასთან კონტრაქტს ახანგრძლივებს: გამოსასყიდი 100 მილიონამდე იზრდება

ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლისთან“ კონტრაქტს 2028 წლამდე გაახანგრძლივებს.

ქართველი შემტევის ხელფასი გაორმაგდება – ჩვენიანი წლიურად 2 მილიონ ევროს მიიღებს.

ასევე საგრძნობლად მოიმატებს ხვიჩას გამოსასყიდი თანხა – 35 მლნ ევროს ნაცვლად ის 100 მილიონამდე გაიზრდება.

დაიწერა, რომ კვარას მიმართ ინტერესს სუპერგუნდები იჩენენ – პსჟ, „სიტი“, „რეალი“ და „ბარსელონა“. ამის გათვალისწინებით ხვიჩასთან კონტრაქტის გახანგრძლივებითა და გამოსასყიდის გაზრდით ნეაპოლელები თავს იცავენ.

21 წლის კვარაცხელიას 8 გოლი და 8 ასისტი აქვს „ნაპოლიში“ ჩატარებულ 17 მატჩში ყველა ტურნირზე.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გრანდდაცლილი ლიგის თასი დაწყვილდა – სიტი Vs ლივერპული!

ვიდეო: ინგლისის ნაკრებმა შემადგენლობა საოცარ სტილში წარადგინა!